„სასულიერო პირს არც კი სჯეროდა ხატებზე მთხვევის, მათთვის ყველაფერი შუშები იყო. შუშისგან გადაგედება რომ ემთხვიო, გამორიცხულია არ გადაგედოს [ვირუსი], მაგრამ ღვთისმშობლისგან არ გადაგედება, წმინდანებისგან არ გადაგედება“, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებაზე განაცხადა.
„ქრისტიანებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ დედა ღვთისმშობლის გარეშე ქრისტიანებს ძალიან გაგვიჭირდება. ამიტომ მისი შეწევნა გვჭირდება. როდესაც წმინდანებთან ურთიერთობა არ გაქვს, არანაირი შეხება სულიერ სამყაროსთან არ გაქვს.
ხატები ჩვეულებრივი ნახატებია შენთვის. იცი, რომ წესია, მიდიხარ და კოცნი. ეს იქნება შენთვის ჩვეულებრივი ნახატი შენთვის და მას სულიერი მნიშვნელობა არასდროს მიენიჭება. ეს ვნახეთ პანდემიის დროს, რომ ბევრ სასულიერო პირს არც კი სჯეროდა ხატებზე მთხვევის, მათთვის ყველაფერი შუშები იყო.
შუშისგან გადაგედება რომ ემთხვიო, გამორიცხულია არ გადაგედოს [ვირუსი], მაგრამ ღვთისმშობლისგან არ გადაგედება, წმინდანებისგან არ გადაგედება. კოვზს თუ სპირტავ, მთელი ცხოვრება უნდა სპირტო, თუ ქრისტეს სისხლის და ხორცის არ გჯერა და უფრო მეტად უნდა სპირტო ეს კოვზი. მღვდლები დღესაც სპირტავენ კოვზს იმიტომ, რომ ზიარების არ სჯერათ.
თუ მაცხოვრის სისხლის გჯერა და ხორცის გჯერა, ვინ უნდა დასპირტო? ქრისტეს სპირტავ? საკუთარი თავი დაისპირტეთ… იმიტომ, რომ შენთვის ეს გაუაზრებელი ქმედებაა“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.