სამართალი

დუნდულებზე ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა, დავინახე, რომ ჩემს შვილს ხელში ეკავა დანა, რომელიც იყო სისხლიანი – ფრაგმენტი ლაზარე გრიგორიადისის მამის ჩვენებიდან. „იმედის კვირის“ ექსკლუზივი

„იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა 2 წლის წინ ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მაშინ ბექა გრიგორიადისი საკუთარმა შვილმა ცივი იარაღით დაჭრა. მამის ჩვენება ერთხელ უკვე ნასამართლევი გრიგორიადისის საქმეში დევს.

„ჯერ ერთ, შემდეგ მეორე დუნდულზე ვიგრძენი ბასრი საგნის მოხვედრა. როდესაც მოვიხედე, დავინახე, ჩემს შვილს, ლაზარე გრიგორიადისს, მარჯვენა ხელში ეკავა დანა, რომელიც სისხლიანი იყო. ჩემი ძმა მაშინვე მოვიდა ჩემთან და მითხრა, დაგჭრაო? მე ხელი მოვისვი ორივე დუნდულზე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. ამ დროს ლაზარესთან მივიდა ჩემი ძმა და დაიჭირა, რათა არ მოსულიყო ჩემთან ახლოს. მე ძალიან დავიბენი, ვინაიდან ჩემთვის ჩემი შვილის საქციელი იყო აბსოლუტური მოულოდნელობა“, – აღნიშნულია მამის ჩვენებაში.

პოლიციაზე თავდასხმისთვისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში ჩვენებას ხვალ მისცემს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დეტალები ნახეთ „იმედის კვირაში“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,140 ნახვა
%d bloggers like this: