პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სახალხო დამცველის მოადგილედ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილის დანიშვნას ეხმაურება. სამადაშვილის შეფასებით, „სამარცხვინო ამბავია“, რომ ლევან იოსელიანმა მოადგილედ თავისი თანაპარტიელის ნათესავი დანიშნა.
„იოსელიანი ეტყობა იმ პირობით დანიშნეს ქოცებმა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს უბრალოდ კი არ გაანეიტრალებდა, არამედ რაღაც კანტორად აქცევდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა მისი პარტიის თავმჯდომარის ნათესავი, სულ რომ ნობელის პრიზის ლაურეატი იყოს ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, მაინც სამარცხვინო ამბავია მისი მოადგილედ დანიშვნა. თავისუფლად შეეძლო პირიქით, არასამთავრობო სექტორის ნდობით აღჭურვილი პირი დაენიშნა და ამით მის მიმართ უნდობლობის პრობლემა შეემსუბუქებინა“, – წერს სამადაშვილი FACEBOOK-ზე.