„სანამ ეს 10 წლის წინ ემიგრირებული, ქართულ რეალობას სრულიად მოწყვეტილი და ფულის მთხოვნელების მიერ, რელსებიდან გადაყვანილი ტიპი ჩათვლის, რომ პარტიებისთვის (მრავლობითში!) მითითებების (“ჯანსაღი რჩევების”!) მიცემის და მედიის დღის წესრიგის შედგენის უნარები და კომპეტენცია აქვს და პოლიტიკური სპექტრი და მედია დაემორჩილება – მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება.
ყველას გულით გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ ისეთი ალიანსების მხარდაჭერისგან, რომელიც დიდი ფულის პატრონი არაანგარიშვალდებული პირის მიერ იმართება – ქოცები იქნებიან, თუ ჯუჯალარები მნიშვნელობა არ აქვს.
ჩრდილოვანი სისტემით მუშაობა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ ვერ წაგვიყვანს – ოქსიმორონია ეს!
(გახსოვდეთ მიშას კრახი!)“,-წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Facebook Comments Box