უცხოური მედია

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ – ტრამპი

თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების წაყენების გამო ნიუ-იორკის პროკურორი ელვინ ბრეგი გააკრიტიკა. 

„არასდროს მიფიქრია, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, საქმის მოსამართლე ხუან მერჩანი არის „ტრამპის მოძულე მოსამართლე“.

ტრამპმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა დოკუმენტების საქმეზე, რომელსაც იძიებს სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი. 

ჯეკ სმიტს ტრამპმა რამდენიმეჯერ „გიჟი“ უწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,498 ნახვა
%d bloggers like this: