საზოგადოება

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლისა გარდაიცვალა

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1964 წლიდან საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის სპორტული კომენტატორი იყო, ხოლო 1975 წლიდან პარალელურად „მოამბის“ სპორტული მიმომხილველი. 1990 წელს ის პროგრამა „ალიონის“ მიმომხილველი გახდა.

1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

2004 წელს დასახელდა საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, 2014 წელს კი ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,190 ნახვა
%d bloggers like this: