უცხოური მედია

ლოს ანჯელესის სასამართლომ ტორმი დენიელსს ტრამპის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დააკისრა

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტ სტორმი დენიელსს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ CNN იუწყება.

პორნოვარსკვლავი სტორმი დენიელსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. ეს თანხა წარმოადგენს იურიდიული მომსახურების ხარჯს, რაც ტრამპმა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას გასწია.

კერძოდ, ტრამპი ამტკიცებდა, რომ პორნოვარსკვლავის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა მას უცნობი პირი დაემურქა და ტრამპთან ურთიერთობაზე დუმილი მოსთხოვა, სიცრუეს წარმოადგენდა.

პროცესი მეორე სასამართლოდან 3 ათას მილში ჩატარდა, რომელიც მთავარი ფიგურანტებია ასევე სტორმი დენიელსი და დონალდ ტრამპია. ნიუ იორკის სასამართლომ 4 აპრილს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა.

აშშ-ის პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2016 წელს ტრამპის ადვოკატმა დენიელსს ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით ტრამპმა ეს თანხა ადვოკატს დაუბრუნა და თანხა იურიდიული მომსახურების ხარჯებში გაატარა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,190 ნახვა
%d bloggers like this: