პოლიტიკა

ნუნუშა ვასაძე: კეზერაშვილმა ოპოზიციას მე ვაფინანსებო, ცისკარიშვილმა აქციები ჩვენ დავაორგანიზეთო, დეკანოიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაციაო – რა სიმართლის ლაპარაკი მოუნდათ? გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ აიჭრა უბრალოდ ყველა?

ფეისბუქ-მომხმარებელი, ნუნუშა ვასაძე, სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ხატია დეკანოიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც დეკანოიძე „ნაცმოძრაობის“ შიდა არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირებას დიდ შეცდომას უწოდებს.

ნუნუშა ვასაძე ხატია დეკანოიძის აღნიშნულ განცხადებასთან ერთად, იხსენებს დავით კეზერაშვილის განცხადებას ოპოზიციის დაფინანსების თაობაზე და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას 7-9 მარტის აქციების “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაორგანიზებასთან დაკავშირებით.

„კეზერაშვილმა ოპოზიციას მე ვაფინანსებო, ცისკარიშვილმა აქციები ჩვენ დავაორგანიზეთო, დეკანოიძემ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაციაო… ამათ ხო მშვიდობა აქვთ ოჯახში? რა სიმართლის ლაპარაკი მოუნდათ? გადმოვიდნენ ჩვენსკენ თუ აიჭრა უბრალოდ ყველა?“ – წერს ნუნუშა ვასაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,510 ნახვა
%d bloggers like this: