პოლიტიკა

„ბოლო გაფრთხილება ივანიშვილს შტატებიდან“- დავით არახამია ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

კრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება. როგორც არახამია Telegram-ზე წერს, უახლოეს მომავალში შესაძლოა, ივანიშვილის მიერ რუსებისთვის სანქციების არიდებაზეც იყოს სიახლეები.

„ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან. 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. აშშ-ის სანქციების ქვეშ პირველად მოხვდა ოთხი ქართველი მოსამართლე, კორუფციის მიზეზით. ჩემი აზრით, ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელიც ყველა წითელ ხაზს გადადის საქართველოს ხელისუფლების არალეგალური კონტროლით. ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. თავიდანვე არ ესმოდათ. რა გაეწყობა, იმედი მაქვს, ახლა გაიაზრებენ.  

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი ბიზნეს-გარემოცვის შესახებ, რომელიც თავიანთი სტრუქტურების დახმარებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შეიძლება ასევე ველოდოთ სიახლეებს ამ მიმართულებითაც“, – წერს არახამია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,548 ნახვა
%d bloggers like this: