საზოგადოება

ლევან მურუსიძე: მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს, ეს გააკეთეს და სხვა მოსამართლეებს სიგნალი გაუგზავნეს

ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას და მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას და მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს და გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აი, ხედავთ მურუსიძეს, ჩვენ რა გავუკეთეთ, ამიტომ დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს?! კი ბატონო, შესაბამისად, თქვენც იქნებით ამ სასამართლო სისტემაში.

არავის უთქვამს, რომ აბა, ბატონო ლუვან, მობრძანდით და თქვენ რომ ამ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაში, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო. გამოდის აშშ-ის ელჩი, ძლიერი გავლენიანი ქვეყანაა, ხომ? რა თქმა უნდა, მურუსიძეს მოერევა, ბუნებრივია, მაგრამ რომ გიძახის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმართლეს საუბრობს“, – განაცხადა მურუსიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,206 ნახვა
%d bloggers like this: