უცხოური მედია

92 წლის რუპერტ მერდოკი საცოლეს დაშორდა💔

92 წლის მედიამაგნატი რუპერტ მერდკი თავის 66 წლის საცოლეს – ენ ლესლი სმიტს დაშორდა. ამის შესახებ Vanity Fair-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი სმიტის რელიგიური შეხედულებები გახდა. კერძოდ, მერდოკს დისკომფორტს უქმნიდა საცოლის ევანგელისტური რწმენა. მედიამაგნატმა ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მერდოკმა ნიშნობის შესახებ მარტში განაცხადა. New York Post-თან ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ქორწილი ზაფხულის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ეს ქორწინება მილიარდერისთვის მეხუთე უნდა გამხდარიყო, მეოთხე ცოლს ის 2022 წლის აგვისტოში დაშორდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,347 ნახვა
%d bloggers like this: