პოლიტიკა

რამდენად სამართლიანია, როცა სანქცირებულები არ არიან სააკაშვილ-ადეიშვილი, რომლის რეჟიმმაც „იმედი“ სასამართლოთი მიიტაცა – კელი დეგნანმა კითხვები უპასუხოდ დატოვა

მიაწვდის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დასანქცირებული მოსამართლეების ბრალდებების შესახებ მტკიცებულებებს – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „იმედის“ მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე პასუხობს, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი წლებია საჯაროდ ხელმისაწვდომია.

„თუ ქართველი სამართალდამცველები გადაწყვეტენ, რომ დაიწყონ გამოძიება, მათთვის ეს იქნება ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია არსებობს და ბრალდებები არის ცნობილი. როგორც გითხარით, ეს მოთხოვნა [მოსამართლეების სანქცირება] იყო ამერიკული კანონის, რომ ასე მოვქცეულიყავით და საქართველოზეა დამოკიდებული დაიწყებს თუ არა გამოძიებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა „ტელეიმედთან“ ინტერვიუში.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა ელჩის პასუხით, რამდენად სამართლიანია როცა სანქცირებულები არ არიან ადეიშვილი, სააკაშვილი და სხვები, როცა „იმედიც“ კი სასამართლოს მეშვეობით მიიტაცა სააკაშვილის ხელისუფლებამ. გარდა ამისა, გამამტყუნებელი განაჩენები 99%-ს აჭარბებდა და სწორედ სასამართლო იყო უმთავრესი ინსტრუმენტი მაშინდელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული რეჟიმისთვის და სწორედ ამ სისტემის სათავეში იყვნენ ადეიშვილი და სააკაშვილი.

ამ შეკითხვას კელი დეგნანმა არ უპასუხა და მხოლოდ ოთხი მოსამართლის სანქცირებასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ბოროტად იყენებდნენ თავის უფლებამოსილებას სასამართლო სისტემაში და ამიტომ არის სავიზო სანქციები მათ წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და საქართველოს დახმარების, რომ მიაღწიოს ნამდვილად დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული და ამერიკა ძალიან ამაყობს, რომ საქართველოს მთავრობასთან იმუშავა სასამართლოს რეფორმების ოთხ ტალღაზე, ხელი შეუწყო ეფექტურობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, მაგრამ ბოლოს ეს არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება. უნდა გაგრძელდეს შინაარსიანი რეფორმები, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში. იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, სამართლებრივი ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციები პარლამენტისთვის იმ საკითხებზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ სასამართლოს რეფორმა გაგრძელდეს და რეალურად დაფუძნდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა კომისიის რეკომენდაცია ვნახეთ, რომ რეფორმები საჭიროა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის. ეს ოთხი ადამიანი იყო ნაწილი იმისა, რაც ხელს უშლიდა ამ რეფორმებს, ამ ნაბიჯებს. ეს არ არის კარგი ქართველებისთვის, რადგან ქართველები იმსახურებენ სამართლიანობას, მიუკერძოებელ სასამართლო სისტემას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის. სამართლის უზენაესობა დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემა არის ცენტრალური ნაწილი, სწორედ ამიტომ კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო რეფორმა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. წლების განმავლობაში ამაზე მუშაობს საქართველო და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სავიზო სანქციები ეს არის ამერიკული კანონის შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,190 ნახვა
%d bloggers like this: