პოლიტიკა

დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის საელჩოზე: რატომღაც მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით დუმან. ალბათ, მათი ტელევიზორი არ უჩვენებს მამუკა ახვლედიანის ამბავს – ასეთი მიდგომაა, ჩვენი კაცია, უნდა დავიფაროთ

როგორც ვხედავ, მამუკა ახვლედიანის მიმართებაში ასეთი მიდგომაა – ცუდი კაცია, მაგრამ ჩვენი კაცია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მან ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის აუდიოჩანაწერი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რატომღაც აშშ-ის მაღალჩინოსნები და საელჩო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე დუმან.

„მიუხედავად იმისა, რომ პასუხგაუცემელი, სერიოზული მტკიცებულებები დევს ამ კაცის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისი თანამდებობის პირები, ამ შემთხვევაში ბლინკენზეა საუბარი და აშშ-ის საელჩოზე, რომელთაც ჩემი მოქმედი კოლეგები და ასევე ვალერი ცერცვაძე დაასანქცირეს, რატომღაც მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით დუმან. ალბათ, მათი ტელევიზორი არ უჩვენებს მამუკა ახვლედიანის ამბავს, თუ რა ხდება, ვერ ვხვდები. ანუ, პრინციპში, არის ასეთი მიდგომა, ჩვენი კაცია, თუნდაც ცუდი იყოს, უნდა დავიფაროთ“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

სოციალურ ქსელში ხელახლა გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,161 ნახვა
%d bloggers like this: