რას მოუტანს უკრაინას ეს ყველაფერი?!
ბოლო 2-3 დღეა, აშშ-ს ყველა წამყვანმა გაზეთმა დაწერა, –
რასაც მოუტანს! მე არ მინდა გავიმეორე ის ყველაფერი, რასაც ერთი წელია ვწერ და ახლა უკვე გაცილებით მუქად იწერება აშშ-ს მთავარ გამოცემებში,-ასე ეხმაურება ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი, პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებას.
მისი თქმით, უკრაინელებს ამ ომისთვის 8 წელი ამზადებდნენ და იდეოლოგიურად ამუშავებდნენ. მისივე თქმით, ეს არის არა უკრაინელი ხალხის, არამედ ვიწრო ჯგუფის ომი.
„ტ რ ა გ ე დ ი ა, რომელსაც იდეოლოგია “გამარჯვებად”
ასაღებს და იდეოლოგიით განადგურებულ ადამიანებს
(მათ შორის, ქართულ საჯარო სივრცეში)
გონებადაკარგულ არსებებად აქცევს!
აშშ-ში გასაჯაფროებული დაზვერვის საიდუმლო
დოკუმენტები მიუთითებს, რომ:
“აშშ-ს დაზვერვის ცნობით, სიტუაცია არტიომოვსკში
უკრაინისთვის “კატასტროფულია””, –
წერს “ნიუ-იორკ თაიმსი” სტატიაში”Leaked Document Shows
Dire Nature of the Battle for Bakhmut”
10 აპრ., 2022 წ.
“უაზრო ბრძოლებმა გაანადგურა უკრაინის
შეიარაღებული ძალების ელიტა, რომელიც საჭირო
იყო მომავალი “შეტევისათვის””
(მიქაციეთ ყურადღება: გაზეთი სიტყვას “შეტევისათვის” ბრჭყალებში ათავსებს – დ.გ.-ს შენ.)
“არტიომოვსკი – უდიდესი სტრატეგიული შეცდომაა
კიევისა” – წერს გაზეთი სტატიაში.
p.s.
ცნობილი გახდა ამ გეგმის ავტორიც:
გენერალი სუროვიკი:
ნელი გადამუშავება ცოცხალი საბრძოლო ნაწილებისა.
ახლა, როგორც ცნობილია, თითქმის 400 ათასამდე კაცია
შეიარაღების ქვეშ დაყენებული, – შეტევისთვის
ემზადებიან უკრაინელები.
ტრაგედია ისაა, რომ ამ უამრავ ადამიანში დიდი ნაწილი
მოხალისეებად არიან ჩაწერილები.
სხვა სიტვებით, ეს ომი, რომელსაც უკრაინელებს სულ ცოტა 8 წელია ამზადებდნენ და იდეოლოგიურად ამუშავებდნენ – უკრაინელი ხალხის ომიც არის და არა ვიღაც ვიწრო ჯგუფისა.
რას მოუტანს უკრაინას ეს ყველაფერი?!
ბოლო 2-3 დღეა, აშშ-ს ყველა წამყვანმა გაზეთმა დაწერა, –
რასაც მოუტანს! მე არ მინდა გავიმეორე ის ყველაფერი, რასაც ერთი წელია ვწერ და ახლა უკვე გაცილებით მუქად იწერება აშშ-ს მთავარ გამოცემებში“,-წერს დემურ გიორხელიძე.