ხელოვნება და კულტურა

„მუზეუმი სტუმრად სკოლაში“- აჭარის მუზეუმების ახალი პროექტი

თუ გსურთ  ბათუმს ტურისტული მიზნით ესტუმროთ, საოცრებები წინ გელოდებათ, ალბათ ბევრს გინახავთ ან კიდევ ბევრს ამის ნახვის ბედნიერება წინ გელოდებათ- ბათუმში არსებობს ულამაზესი, სხვადასხვა სპეციპიკისა და ისტორიის მქონე მუზეუმები. ესენია: არქეოლოგიური მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი, რელიგისა და მემედ აბ აშიძის სახელობის მუზეუმები. 

მათი დათვალიერებისას გაეცნობით აჭარის უნუკალურ კულტურას, საოცარ ისტორიულ წარსულს.  ექსპოზიციის გაცნობით მიღებული სიამოვნება, სიამაყე და აქამდე თქვენთვის უცნობი არტფაქტებით აღფრთოვანება ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

მდიდარი ფონდები, „ოქროს საგანძური“, შეუფასბელი „წითელფიგურიანი კრატერი“, „წყალქვეშა არქეოლოგია“, „ ჭადრაკის ფიგურები“  და არაერთი  სხვდასხვა ექსპონატი. ბათუმში მოქმედი მუზეუმები   კიდევ ერთხელ   ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას. მდიდარი და შეუფასებელი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების არსებობა ხელისგულზე გვიშლის აჭარის საოცარ ერთდროულად მძიმე და  ამავდროულად, სასიამოვნო ისტორიას. 

დღეს აჭარის მუზეუმებმა მოსწავლეებისათვის სასარგებლო კამპანია წამოიწყო.- მუზეუმი სტუმრად სკოლაში.

პროექტის აუცილებლობის იდეა მუზეუმის საგანმანათლებლო – შემეცნებითი პროგრამებით დაინტერესებამ გამოიწვია. 

ამ პროექტით მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, თავიანთ სკოლებში, მუზეუმის პროფესიონალი გიდებისაგან მოისმინონ ინფორმაცია, გაიფართოვონ თვალსაწიერი აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების შესახებ და იხილონ ზემოაღნიშნულის ფოტო-გამოფენა. 

სსიპ აჭარის მუზეუმი დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,540 ნახვა
%d bloggers like this: