პოლიტიკა

ლაშა გეგეჭკორი: ელენე ხოშტარიამ, კეზერაშვილისგან ერთი თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი კეზერაშვილის ცოლის ძმაა თუ ჩემი?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელენე ხოშტარიას პარტია „დროასთვის“ ფულადი შემოწირულობებია ნაჩვენები.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, ხოშტარიას განცხადება, რომ მას კეზერაშვილისგან თანხა არასდროს მიუღია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ელენე ხოშტარიამ,კეზერაშვილისგან 1 თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის ცოლის ძმაა,თუ ჩემი… კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი Facebook-ზე. 12 აპრილს, BBC-ის მიერ გავრცელებული საგამოძიებო რეპორტაჟის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორად არის მოხსენიებული.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,161 ნახვა
%d bloggers like this: