ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდობას მიმართა და მოუწოდა, ზომბებივით ნუ იქცევიან და აზროვნება ისწავლონ.
მეუფემ ასევე ახალგაზრდებზე თქვა, რომ შესაძლოა მათ ეგონოთ რომ ქრისტეს საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი ბარაბას ემსახურებოდნენ.
ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან – აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, რომ მივდივარო და ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდა. რუსულ სიტყვას ვიტყვი – ურა პატრიოტი იყო. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ერთი რამე იცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებაზე”. – ამბობს მეუფე.
Facebook Comments Box