განათლება

„მუზეუმი სტუმრად სკოლაში“ – აჭარის მუზეუმების ახალი პროექტი

თუ გსურთ  ბათუმს ტურისტული მიზნით ესტუმროთ, საოცრებები წინ გელოდებათ. შეიძლება  ბევრს გინახავთ ან კიდევ, ბევრს ამის ნახვის ბედნიერება წინ გელოდებათ- ბათუმში ფუნქციონირებს საინტერესო, ულამაზესი, სხვადასხვა სპეციფიკისა და ისტორიის მქონე მუზეუმი. ესენია:  ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ძმები ნობელების სახელობის  ტექნოლოგიური მუზეუმი, ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმი, რელიგიისა და მემედ აბაშიძის სახლობის მუზეუმი. 

მათი დათვალიერებისას გაეცნობით აჭარის უნიკალურ კულტურას, საოცარ ისტორიულ წარსულს.  ექსპოზიციის გაცნობით მიღებული სიამოვნება, სიამაყე და აქამდე თქვენთვის უცნობი არტეფაქტებით აღფრთოვანება ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

მდიდარი ფონდები, „ოქროს საგანძური“, შეუფასებელი „წითელფიგურიანი კრატერი“, „წყალქვეშა არქეოლოგია“, „ ჭადრაკის ფიგურები“  და არაერთი  განსაკუთრებული ექსპონატი.

ბათუმში მოქმედი მუზეუმები   კიდევ ერთხელ   ცხადყოფს  ჩვენი ქვეყნის ევროპულობას. მდიდარი და შეუფასებელი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების არსებობა ხელისგულზე გვიშლის აჭარის საოცარ, ერთდროულად  მძიმე  და  ამავდროულად, სასიამოვნო ისტორიას. 

 დღეს  სსიპ აჭარის მუზეუმმა მოსწავლეებისათვის სასარგებლო კამპანია წამოიწყო.- „ მუზეუმი სტუმრად სკოლაში“. პროექტის აუცილებლობის იდეა მუზეუმის საგანმანათლებლო – შემეცნებითი პროგრამებით დაინტერესებამ გამოიწვია.  ამ პროექტით მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, თავიანთ სკოლებში, მუზეუმის პროფესიონალი გიდებისაგან მოისმინონ ინფორმაცია, გაიფართოონ თვალსაწიერი აჭარის მუზეუმებში დაცული ექსპონატების შესახებ და იხილონ ზემოაღნიშნულის ფოტო-გამოფენა. 

სსიპ აჭარის მუზეუმი დიდ მადლობას უხდის სკოლების ხელმძღვანელებს მხარდაჭერისათვის.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,347 ნახვა
%d bloggers like this: