ისტორია

ირაკლი გოგავა პრეზიდენტს: შვილი მამის ქმედებაზე პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ, ფაშიზმთან მებრძოლი ქართველის მემორიალის თემას არ უნდა გაეკარო

ფოტოზე ფრანგული ავტოკონცერნის SIMCA-ს ავტოა გამოსახული. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა საფრანგეთის დიდი ნაწილი დაიპყრეს და SIMCA-მ ავტომობილებით გერმანული ვერმახტის მომარაგება დაიწყო და ასე აგრძელებდა 1944 წლამდე, ვიდრე საფრანგეთი მოკავშირეებმა არ გაათავისუფლეს. SIMCA-ს ავტომობილებით ომის დროს ფრონტზე ნაცისტების ოფიცრები გადაადგილდებოდნენ.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ვაკის პარკში ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველების მემორიალის გაუქმებასთან დაკავშირებით ნეგატიურად შევხვდი. მეორე მსოფლიო ომში ჩემი ორივე ბაბუა იბრძოდა, ერთ-ერთი ბაბუის ძმა კი ქერჩში დაიღუპა. ვაკის პარკის მემორიალის ადგილას ქერჩში დაღუპული უცნობი მეომრის ნეშტია დასვენებული. ვინ იცის, იქნებ ჩემი ბაბუის ძმა არის, ან თქვენი ბაბუა ან მისი ძმა ან ნათესავი. 3,5 მილიონიანმა საქართველომ 300,000 რჩეული მეომარი შესწირა ფაშიზმთან ბრძოლას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქვეყანამ, 41 მილიონიანმა საფრანგეთმა კი 217,000. ამბობენ, როდესაც ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კეიტელი მესამე რაიხის სახელით კაპიტულაციის ხელმოსაწერად ოთახში შევიდა, მან მაგიდას გადახედა და დაინახა სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის დროშები. ამის დანახვაზე უთქვამს: “არ ვიცოდი, საფრანგეთთანაც თუ წავაგეთო”.

რატომ დავწერე ეს ორი ამბავი ერთ პოსტში? საქმე იმაში გახლავთ, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მამა, ბატონი ლევან ზურაბიშვილი პროფესიით ინჟინერი იყო და 39 წელი SIMCA-ში მუშაობდა. https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_ზურაბიშვილი ეს ავტოკონცერნი კი ფაშისტების არმიას – ვერმახტს ტრანსპორტით უზრუნველყოფდა. არის თუ არა ეს ფაშისტებთან კოლაბორაციონიზმი? ცხადია, შვილი არ არის პასუხისმგებელი მამის ქმედებაზე, მაგრამ მორალით, ფაშიზმთან ბრძოლის მემორიალის თემას არ უნდა გაეკარო ასეთ შემთვევაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,498 ნახვა
%d bloggers like this: