ახალი დაპირისპირებაა “ნაციონალურ მოძრაობაში”. ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას სეპარატიზმის მცდელობაში ადანაშუალებს. ოპოზიციური პარტიის სახელით ოფიციალური განცხადება “ტვ პირველის” ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ გაავრცელეს. ამბავი იმის შესახებ, რომ მელია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად სამუშაო სივრცეს იქმნის, ხაბეიშვილის თანამოაზრეებისთვის გაუგონარი აღმოჩნდა. ამიტომ, ყოფილ თავმჯომარეს, მოქმედმა ფაქტობრივად პარტიის დატოვება ურჩია.
ახალგაზრდები, რომლებიც ნიკა მელიას მიერ ახლადგახსნილ ოფისში შეიკრიბნენ, ლევან ხაბეიშვილს ბიძინა ივანიშვილთან აიგივებენ და ამბობენ, რომ ენმ-ს ახალ თავმჯდომარეს დიქტატორული დამოკიდებულება აქვს განსხვავებული აზრთან და თუ მისი მონა არ ხარ, პარტია უნდა დატოვო
„როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, თუ ამ ქვეყანაში არ მოგწონთ, მაშინ ქვეყნიდან წადით, აბსოლუტურად იგივე დამოკიდებულება აქვს ახლა ლევან ხაბეიშვილს, რომ თუ არ მოგვწონს მისი მენეჯმენტი, მაშინ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ ან პარტიიდან წავიდეთ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურა, რადგანაც არ აქვს ამ ადამიანს განსხვავებული აზრის მიმღებლობა და თუ რაღაცაში არ ეთანხმები და არ ხარ მისი ბრმად მონა, მაშინ აუცილებელია, რომ პარტია დატოვო. პარტიას არ დავტოვებთ, უბრალოდ ვეცდებით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შემოვაბრუნოთ”. – ამბობს ენმ-ში, ნიკა მელიას ფლანგის ახალგაზრდა წარმომადგენელი.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადადავიდა.