ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დიდი ოდენობით ნალექი მოვიდა თოვლის სახით. ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში, ქალაქში 37,6 მმ ნალექი მოვიდა, რაც თვიურ ნორმას, 22 მმ-ს აჭარბებს. ინფორმაციას ORDA ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
16-17 აპრილს ღამე, ქალაქიდან 1671 სატვირთო ავტომობილით 23 ათასი კუბური მეტრი თოვლი გაიტანეს.
ასტანას კომუნალური სამსახურები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ- სამუშაოებში ჩართულია ათასობით ადამიანი და ტექნიკა.
Facebook Comments Box