პოლიტიკა

დოდონა კიზირია: „სალომეს მიშა სძულს, რადგან მინისტრობიდან გააბუნძულა ბოზანდარობის გამო“

საკვირველი ის კი არ არის, რომ იმ სალომე-კაროჟნამ ნიკა და მიშა არ შეიწყალა (თუმცა მისი შესაწყალებელი მათ არაფერი აქვთ), არამედ ის, რომ მისგან ამას ელოდნენ. იმდენი უბედურება ხდება ყოველდღე, რომ სულ ცოტა ხნის წინანდელი ამებებიც კი გვავიწყდება. ალბათ გონება ვერ იტევს ამდენ ტრაგედიას,-წერს აშშ-ში მცხოვრები , მიხეილ სააკაშვილის მომხრე პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.

პროფესორი ბიძინა ივანიშვილს პატარა ცახესს უწოდებს, სალომე ზურაბიშვილს კი, „ბოზანდარა დედაკაცს“.

„სალომეს გაპრეზიდენტების ისტორიაზე (ამაზე ქვემოთ), რომ არაფერი ვთქვათ, ეს ის ქალია, ვინაც ბანდიტ ჯაბა იოსელიანს მიულოცა „დიქტატორი“ ზვიად გამსახურდიას დამხობა, ვინაც განაცხადა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და დღემდე ბოდიში არ მოუხდია, იმის შემდეგაც კი, რაც მთელმა მსოფლიომ რუსეთის აგრესია აღიარა.

გეცოდინებათ, რომ ბორია პატარა ცახესის საყვარელი საქმიანობა (ნიცშესთან კამათის გარდა, რასაკვირველია) კომპრომატების შეგროვებაა აბსოლუტურად ყველაზე, შესაძლოა საკუთარ ცოლზეც კი. ჰოდა, როგორ გგონიათ, სალომე-კაროჟნასთან დაკავშირებით გამონაკლისს გააკეთებდა? დარწმუნებული იყავით, ამ ბოზანდარა დედაკაცის შესახებ კარგა დიდი მასალა ექნება მოგროვებული. მერე და ეს სალომემ არ იცის? იცის ძალიან კარგად. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ისიც იცის, რომ მის შეწყალებას არავითარი ფასი არა აქვს, არც მიშას და არც ნიკას ციხიდან არავინ გამოუშვებს. ამაზე ბრძანება კრემლიდან არის მოსული. მხოლოდ თავს გაიფარჩაკებდა საქართველოშიც და ევროპაშიც. ამას ის პატარა ამბავიც დავუმტოთ, რომ სალომეს მიშა სძულს, რადგან მან ეგ გააბუნძულა მინისტრობიდან სწორედ მისი ბოზანდარობის გამო. ევროპაში საქმისთვის გაგზავნეს და ის კი სამი დღით დაიკარგა, ხმაც ვერავინ მიაწვდინა. სად იყო და რას აკეთებდა, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.

ეხლა მისი გაპრეზიდენტების ისტორიას გაგახსენებთ. ვისაც არ დაეზარება, წაიკითხეთ.

სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც სალომემ რაღაც პაწაწინა კრიტიკული რამ სთქვა მთავრობის მიმართ, ხელისუფალნი აღშფოთდნენ – ეს რა გვაკადრაო. მდინარაძემ ისიც კი განაცხადა, ჩვენ კი როგორ ვეწვალეთ მის გასაპრეზიდენტებლადო. დაუკვირდით ამ სიტყვებს, ამას მხოლოდ სრული კრეტინი იტყვის და მდინარაძეც სწორედაც რომ კრეტინია. ამით მან აღიარა, რომ სალომე ხალხს კი არ აურჩევია, არამედ ქოცებმა გააპრეზიდენტეს.

მერე და რატომ, რატომ გააპრეზიდენტეს ეს ტუტუცი დედაკაცი, რომელსაც ნახევარი საქართველო არ იცნობდა და ვინც იცნობდა, იმათაც არ მოსწონდათ? გახსოვთ, არჩევენების წინ ბანერები მისი სურათებით ჩამოხსნეს და ბორიას და მისი ქვეშევრდომების სურათებით შეცვალეს. ეტყობა, იფიქრეს, ესენი მაინც არიან ცნობილიო.

იმიტომ, ჩემო კარგებო, რომ ეს ბრძანება ზევიდან, სულ ზევიდან მოვიდა, ლავროვის გავლით პუტლერთან შეთანხმებით. ეს ამბავი, ეჭვი არ არის, თვითონ სალომემაც იცოდა. იცოდა, რომ მისი საყვარელი დიპლომატი ლავროვი (ეს სიტყვები მაინც ხომ გახსოვთ) ამას გააკეთებდა. ერთი ჟურნალისტის კითხვაზე დარწმუნებული ხართ, რომ საკმაო ხმებს მოიპოვებთო, უპასუხა, დიახ, ვიქნები პრეზიდენტიო. საიდან ასეთი გონორი, როცა აბსოლუტურად არაფრით არ გამოირჩეოდა, გარდა თავისი ჩიქორთული ქართულით და რაღაცის შეტყნის (გახსოვთ) მოწოდებით?

რახან პუტინმა ბრძანა, ბორიამაც სასწრაფოდ შეასრულებინა ეს ბრძანება თავის ხელქვეითებს. გეხსომებათ ისრაელიდან მოშეს (გვარი არ მახსოვს) ჩამოყვანა რჩევა-დარიგებისთვის, ხახვის და კარტოფილის დარიგება მშიერი და სრულიად გამოლენჩებული ხალხისთვის და ასე შემდეგ.

ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, კარგი იქნება, თუ წარსული გვემახსოვრბა, მოვლენებს სულ მცირე ანალიზს გავუკეთებთ და ცრუ იმდებს არ დავისახავთ“,-წერს დოდონა კიზირია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,140 ნახვა
%d bloggers like this: