ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრი: რაც ვნახეთ, ეს არის “მოდელირებული ქრონიკა” რიკოთთან მიმართებაში

ის კად­რე­ბი, რაც გავ­რცელ­და, არის სწო­რედ გა­ჩე­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი – ქვა­თაც­ვე­ნა და მე­წყე­რი, რომ იცო­დეთ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში 150 მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე გვაქვს, არა მარ­ტო რი­კოთ­ზე, – ამის შე­სა­ხებ ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, თუ რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და რი­კოთ­ზე, 147-ე კი­ლო­მეტრზე.

„147-ე კი­ლო­მეტრზე გან­ვი­თარ­და ქვა­თაც­ვე­ნა. ეს შე­ფას­და მო­მა­ტე­ბულ საფრ­თხედ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად თვალ­ნა­თე­ლი ხდე­ბო­და წვი­მის და სხვა კლი­მა­ტუ­რი ზე­გავ­ლე­ნის შე­დე­გად ძა­ლი­ან დიდი ქვის მა­სე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. მი­ღე­ბუ­ლი იქნა ეს {საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის ჩა­კეტვის} გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მყი­სი­ე­რად და­ვი­წყეთ პრო­ვო­ცი­რე­ბა დიდი ქვის მა­სე­ბის ჩა­მოშ­ლის. რე­ა­ლუ­რად ამას ვე­ძა­ხით ჩვენ ფერ­დის ჩა­მოწ­მენ­დას, რაც არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რო საფრ­თხე. ამას მო­ვუნ­დით 2 დღი­სა და ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში. 11:27 წუთ­ზე უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო მოძ­რა­ო­ბა. ის კად­რე­ბი, რაც გავ­რცელ­და, არის სწო­რად გა­ჩე­რე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და პრო­ვო­ცი­რე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი. ასე­თი ლოდი კი­დევ ბევ­რი ჩა­მო­ვაგ­დეთ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქაც ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის კეთ­დე­ბო­და, რომ 24-სა­ა­თი­ა­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თუკი რა­ი­მე გან­ვი­თარ­დე­ბო­და, ჩვენ ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბო­და, გვაქვს და გვექ­ნე­ბა იმის რე­სურ­სი, რომ ჩავ­კე­ტოთ მოძ­რა­ო­ბა და არა­ვი­თა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ამის გამო არ მოხ­დეს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­მო­იწ­მინ­და, ჩა­მო­ვი­და ის დიდი მა­სე­ბი, რაც დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ჩან­და. ასე­ვე მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კლდეს­თან მან­ძი­ლი გა­ი­ზარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ქვა­თაც­ვე­ნას ექ­ნე­ბო­და ის ეფექ­ტი, რომ ჩვენ გვექ­ნე­ბო­და სიგ­ნა­ლი დრო­უ­ლი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ამა­ზე, რომ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რი­ყო. ქვა­თაც­ვე­ნა და მე­წყე­რი, რომ იცო­დეთ, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში 150 მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე გვაქვს ჩვენ, არა მარ­ტო რი­კოთ­ზე.

რა თქმა უნდა, მძი­მეა მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ახლა მე რაც მო­გი­ყე­ვით იმ ვა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც იყო, ამას შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს კო­ლაფ­სი? ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სი? ზოგ­ჯერ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ხალ­ხი, რო­მე­ლიც ამ სი­ტყვებს იყე­ნებს, მათი რე­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ იცის. ან გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვს რა­ღაც გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ტყუ­ი­ლებს ეფუძ­ნე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, 147-ე კი­ლო­მეტრზე მომ­ხდარს მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

„ბევრ სხვა არ­სე­ბულ გზას­თან გვაქვს ანა­ლო­გი­უ­რი შემ­თხვე­ვა და იმა­საც ვმარ­თავთ. აქამ­დე არ დამ­დგა­რა ეს სა­კი­თხი, მაგ­რამ რო­დე­საც სურ­ვი­ლი გაქვს, რომ შენი მო­სახ­ლე­ო­ბა და­ძა­ბო, და­ა­ში­ნო, ამით გა­მო­იწ­ვიო მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, დის­კრე­დი­ტა­ცია, რო­გორც პრო­ექტს, ამ პრო­ექ­ტში ჩარ­თულ ექ­სპერტს, ადა­მი­ანს, მუ­შას ასე ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, არ­გუ­მენ­ტე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე აკე­თო, მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს არის რე­ა­ლუ­რად „მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა“ რი­კოთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რომ ეტყვი, „ვა­ი­მე, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, და­ვი­ღუ­პეთ, არ იცი­ან ამათ­მა“, ეს შე­იძ­ლე­ბა? მეტი კი არა­ფე­რი იყო ტან­კის სუ­რა­თი რომ აჩ­ვე­ნეს, აი, შე­მო­იჭრ­ნე­ნო,“ – გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,505 ნახვა
%d bloggers like this: