უცხოური მედია

Bloomberg: ჩინეთთან საბრძოლველად, აშშ ტაივანს 400 რაკეტა Harpoon-ს მიჰყიდის

ტაივანის ხელისუფლებამ კომპანია Boeing-თან კონტრაქტი გააფორმა 400 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის შეძენაზე. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ამერიკა-ტაივანის საქმიანი საბჭოს ხელმძღვანელ რუპერტ ჰამონდ-ჩემბერსზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემებით, საუბარია სახმელეთო ბაზირებაზე. ტაივანი ადრე იგივე რაკეტებს  სახომალდო ბაზირებისთვის ყიდულობდა.

პენტაგონი კონტრაქტის შესახებ ჯერ კიდევ 7 აპრილს იუწყებოდა, თუმცა მყიდველი არ სახელდებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი თანახმაა, ტაივანს გადაეცეს $2,4 მილიარდის ღირებულების რაკეტები. 

ცნობისთვის, ტაივანმა ჩინეთიდან გამოყოფის შესახებ 1949 წელს განაცხადა. ჩინეთი კუნძულის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და თავის პროვინციად მიიჩნევს. ასევე, ბრალს სდებს ამერიკას, რომ ის  ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ სცემს პატივს.

8 აპრილს პეკინმა გამოაცხადა, რომ ტაივანის მახლობლად 3-დღიანი სამხედრო სწავლება გაიმართება. მანამდე, ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვანი აშშ-ში იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,206 ნახვა
%d bloggers like this: