უკრაინელმა ილუსტრატორმა სერგეი მაიდუკოვმა უარი განაცხადა რემარკის სახელობის პრემიაზე, რადგან მასთან ერთად, აღნიშნული პრემია რუს მწერალ ქალს ლუდმილა ულიცკაიასაც გადაეცემა.
ერიხ მარია რემარკის სახელობის პრემია გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკში წელიწადში ორჯერ გაიცემა. წელს ჯილდოს რუსი მწერალი ქალი ლუდმილა ულიცკაია მიიღებს, რომელიც წლებია, პუტინის რეჟიმს ეწინააღმდეგება. ულიცკაიამ 2014 წელს დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, 2022 წელს კი, რუსული შეიარარებული ძალების თავდასხმა სუვერენულ უკრაინაზე.
სერგეი მაიდუკოვი დონეცკში მცხოვრები მხატვარია. მისი ნამუშევრები, რომელიც უკრაინულ ქალაქებში ომის სევდიან ატმოსფეროს ასახავს, მსოფლიოს მრავალ გამოცემაში დაიბეჭდა. მათ შორის გერმანულ Zeit Magazin-ში, ასევე „გარდიანში“, „ნიუ იორკერსა“ და „უოლ სთრით ჯოურნალში“.
საორგანიზაციო კომიტეტს სურდა, პრემია აღქმულიყო, როგორც იმედის ნიშანი ,-ამბობს ჟიურის წევრი სიუზან მენცელ-რიდლი „დოიჩე ველესტან“ ინტერვიუში. თუმცა, მაიდუკი უარს ამბობს, პრემია ულიცკაიასთან გაინაწილოს.
„ჯერჯერობით, ჩემს ცხოვრებაში ისედაც საკმაოდაა რუსეთის არსებობობა“,-ამბობს მხატვარი. გამოცემასთან ინტერვიუში. მან გააკრიტიკა ორგანიზატორების იდეა, რომ ერთ საფარველქვეშ გაერთიანებულიყვნენ რუსი და უკრაინელი მოღვაწეები.
„შერიგების ეს გერმანული მცდელობები, თავს მოხვეულია. უკრაინელები თავად წყვეტენ, როდის და როგორ შეურიგდნენ რუსებს. არ შეიძლება ამის იძულება“,-აცხადებს ფრანცისკა დევისი – მიუნხენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.