“ფორმულას” ინფორმაციით, ფეხბურთელი რატი ალექსიძე “ქოლცენტრების” საქმეზე ევროპაში დააკავეს. ამის შესახენ “შაბათი ფორმულას” ანონშია ნათქვამი.
როგორც ცნობილია, BBC-მ ე.წ. “ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სკანდალურ მასალებს მიაკვლია.
საგამოძიებო სტატია, სათაურით: “მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს”, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ითვისებენ თაღლითური გზებით საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგს. საერთაშორისო თაღლითური სქემის საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კიდევ 5 პირი ფიგურირებს. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.