განათლება

კოლეჯი „პრესტიჟი“- პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის საუკეთესო მაგალითი

ა(ა)იპ კოლეჯი „პრესტიჟი“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. კოლეჯი  ჩართულია ერასმუს + პროექტებში, რაც ხელს უწყობს პროფესიული განათლების მომწოდებელთა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, განათლების ხარისხის ამაღლებას და განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციას. 

მიმდინარე წლის 9-14 აპრილს, კოლეჯ „პრესტიჟს“ Erasmus+ მობილობის პროექტების ფარგლებში სტუმრობდნენ ლიტვის პროფესიული კოლეჯის პროფესიული მასწავლებლები, რომლებმაც ჩაატარეს საინტერესო ვორკშოფები, მასტერკლასები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეჯი „პრესტიჟის“ პროფესიულ სტუდენტებს და მასწავლებლებს. 

კოლეჯის დირექტორმა კონსტანტინე დოლიძემ ლიეტუველ კოლეგებს  გააცნო „პრესტიჟის“  საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრა  პროფესიული განათლების როლზე საქართველოში და განვითარების ახალ პერსპექტივებზე კახეთის რეგიონში.  გარდა საგანმანათლებლო პროგრამებისა, ბატონმა კონსტანტინემ  კოლეგებს პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები გააცნო, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე მომსახურების სფეროს მიმართულებით. ლიეტუველი კოლეგებისთვის მოეწყო მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსიები კახეთის რეგიონში.  

ლიეტუველი სტუმრების საქმიანი ვიზიტი კოლეჯში განხორციელდა დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით. კოლეგებმა წარმოადგინეს ლიტვური კერძებისა და სასმელების შთამბეჭდავი პრეზენტაცია. ჩატარდა ოთხი ვორკშოფი, რომელიც მიეძღვნა, როგორც ტრადიციულ კერძებს ასევე ტკბილეულობას. ვორკშოფზე განხილულ იქნა კედაინური ბლინების, ლიტვური ბურახის, დარიჩინის ფუნთუშებისა და შემწვარი პურის, ნამცხვარებისა და დესერტების მომზადების ტექნოლოგია. ლიეტუველმა კოლეგებმა დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით ასევე ჩაატარეს მასტერ კლასი, კერძოდ  აკრილის საღებავითა და ნაჭრებით გააფორმეს ჩანთები და ასევე დეკორატიული სადგამები.

კოლეჯი „პრესტიჟი“ მომავალშიც გეგმავს მობილობის პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს  პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,655 ნახვა
%d bloggers like this: