პოლიტიკა

IRI-ის კვლევით, პერსონების რეიტინგში პირველ ადგილზეა პატრიარქი, შემდეგ კახა კალაძე, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91 პროცენტისთვის მისაღებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

კითხვაზე ჩამოთვლითაგან როგორია თქვენი შეხედულება ამ პირებზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

პატრიარქი ილია მეორე – 91% მისაღები, 6% – მიუღებელი;

კახა კალაძე – 52% – მისაღები, 44% – მიუღებელი; 1% – არ მსმენია, 4%- არ ვიცი/უარი პასუხზე;

სალომე ზურაბიშვილი 48% – მისაღები, 47% – მიუღებელი;

ირაკლი ღარიბაშვილი – 43% – მისაღები, 53%- მიუღებელი; გიორგი გახარია – 36% – მისაღები, 56% – მიუღებელი;

მიხეილ სააკაშვილი – 36% – მისაღები, 59% – მიუღებელი;

ბიძინა ივანიშვილი – 35% – მისაღები, 58% – მიუღებელი;

შალვა ნათელაშვილი – 35%- მისაღები, 58%- მიუღებელი;

ელენე ხოშტარია – მისაღები – 33%, – მიუღებელი – 56%;

გიორგი ვაშაძე მისაღები – 33%, მიუღებელი – 58%;

ალეკო ელისაშვილი – მისაღები – 31%, მიუღებელი – 56%;

ირაკლი კობახიძე – მისაღები – 31%, მიუღებელი – 62%;

მამუკა ხაზარაძე – მისაღები – 29%, მიუღებელი – 53%; შალვა პაპუაშვილი – მისაღები – 27%, მიუღებელი – 46%, არ მსმენია – 12%;

ლევან ხაბეიშვილი – მისაღები – 27%, მიუღებელი – 56%;

ბადრი ჯაფარიძე – მისაღები – 26%, მიუღებელი – 51%;

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – მისაღები – 26%, მიუღებელი – 64%;

პეტრე ცისკარიშვილი – მისაღები – 19%, მიუღებელი – 42%, არ მსმენია – 22%; გიგა ბოკერია – მისაღები – 17%, მიუღებელი – 74%;

პაატა მანჯგალაძე მისაღები – 9%, მიუღებელი – 21%, არ მსმენია – 52%.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%-ს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%-ს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,190 ნახვა
%d bloggers like this: