საზოგადოება

გიორგი ჩიკვაიძე: როცა სიმართლე შენს მხარეს არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი- სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოფელ ჯიღაურაში ქარხნის დემონტაჟი დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში უკანონო ქარხნის დემონტაჟი დაიწყო. გადასწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ადგილობრივები ბეტონის უკანონო ქარხნის მუშაობას წელიწადზე მეტია, აპროტესტებენ. ქარხანა დასახლებულ პუნქტში, საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრში ჩადგეს და წელიწადნახევარი დამცავი ფილტრების გარეშე ამუშავებდნენ, რამაც ჯიღაურაში მცხოვრებლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ასევე, განადგურდა ნარგავები და უნიკალური მცენარეების ჯიშები. მოსახლეობას აწუხებდა მტვერი, გამონაბოლქვი და ხმაური მთელი დღის განმავლობაში.

პროტესტს აქტიურად აშუქებდა მედია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ქარხნის მეპატრონეს გავლენიანი მფარველები ჰყავს. მცხეთის მერიაში აღიარებდნენ, რომ ქარხანა უკანონო იყო, თუმცა დემონტაჟის შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

მოსახლეობას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში წარიმართა, სწორედ მათი პროტესტის და საჯაროობის შედეგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვლელი ქარხანა მუშაობას წლობით გააგრძელებდა.

როგორც ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, დემონტაჟი შეიძლებოდა წელიწადნახევრის წინაც, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

„ეს გამარჯვებაა, რომელიც ადამიანების სიცოცხლის დასაცავად მოვიპოვეთ! განსაკუთრებული მადლობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო -ს, რომ არა მათი პრინციპული პოზიცია ეს საქმე კიდევ გაიწელებოდა და ადამიანების მოწამვლა გაგრძელდებოდა. მადლობა ჩემს მეგობრებს, უცნობებს და ნაცნობებს, მედია საშუალებებს, ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და საინფორმაციო სააგენტოებს. პოზიციას და ოპოზიციის იმ ნაწილს, რომალმაც ყოველგვარი პირადი დაინტერესების გარეშე მხარი დაგვიჭირა. ეს ფაქტი აჩვენებს ერთ რამეს, რომ თუ მართალი, ხარ, კანონი შენ მხარეზეა უნდა იბრძოლო, აუცილებლად მოგისმენენ და გულისხმიერი, კანონის დამცველი ადამიანები შეისმენენ, გაიგებენ, იმის მუხედავად 90იან წლებში ჩარჩენილ ბოროტმოქმედებს უნდათ ეს თუ არა!“,-ამბობს ბიზნესმენი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,301 ნახვა
%d bloggers like this: