პოლიტიკა

ნინო ჯანგირაშვილი: ახლა მთავარია, კობახიძემ ქუჩაში სირბილი და ქვების სროლა არ დაიწყოს

“ქოცების მინიმუმ ერთწლიანი აქტიური ანტიდასავლური პროპაგანდა ჩაფლავდა. მთავარია ახლა კობახიძემ ქუჩაში სირბილი და ქვების სროლა არ დაიწყოს.

IRI-ს კვლევის მიხედვით საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორებად მოსახლეობა თვლის:
(დაშვებულია რამდენიმე პასუხი, ამიტომ ჯამი 100% არ არის)

63% – ევროკავშირი, 47% – აშშ, 27% –უკრაინა , 18% – თურქეთი, 16% – აზერბაიჯანი, 12%– დიდი ბრიტანეთი, 8%– რუსეთი, 8% –სომხეთი, 8%– ისრაელი, 3%–ჩინეთი, 2%– უნგრეთი , 1% – ირანი

82% თვლის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ დასავლური უნდა იყოს
საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ მოსახლეობის 87%–ს მიაჩნია რუსეთი 8%–ს აშშ, 2%–ს ევროკავშირი

79% თვლის, რომ რუსები საქართველოში არც უვიზოდ უნდა შემოუშვა, არც ბიზნესი დაარეგისტრირებინო და არც ქონების ყიდვის უფლება უნდა მიცე.

80%–ს უნდა ნატოში გაწევრიანება.

89% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – მხარდაჭერა გაზრდილია სექტემბრის შემდეგ
მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ეკონომიკის გაძლიერება, უსაფრთხოება, კარგი განათლება, უკეთესი მომავალი და ქვეყნის განვითარება ევროკავშირშია.”,-წერს ტვ „კავკასიას“ მფლობელი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,386 ნახვა
%d bloggers like this: