ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას აპირებს, ადგილობრივი მოსახლეობა კი, წინააღმდეგია. ბიზნესმენმა დახმარებისთვის აშშ-ს საელჩოს მიმართა. ცოტაძის თქმით, ამერიკელ დიპლომატებთან ძველი ნაცნობობა მის მეუღლეს აკავშირებს.
საყოფაცხოვრებო დავაში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ჩაერთო და მოსახლეობასა და ბიზნესმენს შორის შეხვედრას პირადად დაესწრო.
„ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში. საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა“,-განაცხადა ელჩმა.
Facebook Comments Box