რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით – “მოვდივარ” გაიმართა. აქციის სლოგანია: “საქართველო უპირველეს ყოვლისა”.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა.
რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იყო სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” თამაშს უყურებდნენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.
ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს.
Facebook Comments Box