ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი კრემლზე დრონით თავდასხმასა და რუსეთში 9 მაისს დაგეგმილი არაერთი ღონისძიების გაუქმებას ეხმაურება.
ბრიტანული დაზვერვის რეზიუმეში აღნიშნულია, რომ დრონით შეტევა 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი თავდასხმების მიმართ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს, რის გამოც რუსეთმა ღონისძიებების გაუქმება გადაწყვიტა და დედაქალაქ მოსკოვშიც აღლუმს, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბით ჩაატარებს.
„გამარჯვების დღის აღნიშვნა მოსკოვში, სავარაუდოდ, გაიმართება, მაგრამ უფრო მცირე მასშტაბით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიღება აღლუმის შემდეგ კი არ გაიმართება. გარდა ამისა, გაუქმდა „უკვდავი პოლკის“ ტრადიციული მარში.
კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა გამარჯვების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გვიჩვენებს რუსეთის მზარდ დაუცველობას ასეთი თავდასხმების მიმართ და, რა თქმა უნდა, ამ თავდასხმამ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან საფრთხის გრძნობა გამარჯვების დღის მოვლენებთან დაკავშირებით გაზარდა“, – აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის რეზიუმეში.