მადრიდის „რეალი“ თავისი არსებობის ისტორიაში მეოცედ ესპანეთის თასი მოიგო.
სევილიაში გამართულ ფინალში „რეალმა“ 2:1 დაამარცხა „ოსასუნა“. მადრიდელთა რიგებში დუბლი შეასრულა როდრიგომ – მან მეორე და 70-ე წუთებზე გაიტანა. ბრაზილიელის გოლებს შორის, 50-ე წუთზე „ოსასუნას“ ნახევარმცველმა ლუკას ტორომ გამოიჩინა თავი.
„რეალი“ 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ესპანეთის თასის მფლობელი.
Facebook Comments Box