უცხოური მედია

რუსეთი ბოლო დროს მუშახელის დეფიციტს განიცდის – ბრიტანული დაზვერვა

2022 წელს რუსეთი 1,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა. რუსეთი ბოლო დროს მუშახელის დეფიციტს განიცდის, ამის მიზეზი, ასევე, უკრაინის ომია, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება

„რუსეთი ათწლეულების განმავლობაში მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტის წინაშე დგას. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოკითხა 14000 დამსაქმებელი და დაადგინა, რომ უმუშევართა რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა 1998 წლის შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

დაზვერვის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, COVID 19-ის პანდემიისა და უკრაინის ომის გავლენის გამო, რუსეთის მოსახლეობა მოსალოდნელზე ორი მილიონით შემცირდა.

კერძოდ, 1,3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა რუსეთი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა და კარგად განათლებული ადამიანები არიან. 

რუსეთის ფედერაციის კავშირგაბმულობის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაახლოებით 10%-მა (100 000) IT მუშაკმა დატოვა ქვეყანა და არ დაბრუნდა.

„მობილიზაცია, ისტორიულად მაღალი ემიგრაცია, დაბერება და მოსახლეობის კლება ზღუდავს მუშახელის მიწოდებას. ეს, სავარაუდოდ, შეამცირებს რუსეთის ეკონომიკის პოტენციურ ზრდას“, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,212 ნახვა
%d bloggers like this: