პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე- ბევრ ვიცნობ, ვინც ამ ორგანიზაციაშია, კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ტიპის ,,ახალგაზრდულ ბანაკში” მიიღებთ მონაწილეობას

პარლამენტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას – ,,იარაღთან მოპყრობის კურსი ხშირად არის ჩვენი ბანაკების პროგრამის ნაწილი.”

„თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და პროცესის საბოტაჟს რომ ეწევიან, ეს ყველამ ვიცით. ქართულ ტრადიციებს რომ აკნინებენ, ესეც ნაცნობი ამბავია. ჩვენ გმირ სამხედროებს რომ რუსული ჯარი დაუძახეს, ესეც ვნახეთ. ახლა კი, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ – გაურკვეველი მიზნებისთვის არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებში არეულობისა და რევოლუციის პირდაპირი პროპაგანდა მიდის. მიუღებელია ისიც, რომ ამ ტიპის შეკრებებს საერთაშორისო დაფინანსება აქვს. ახალგაზრდული ბანაკი ახალგაზრდებთან კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა. მაგრამ ის, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფი ამ ფორმით ატარებს ახალგაზრდული ბანაკის გარდა ყველაფერია. ბევრს პირადად ვიცნობ, ვინც ამ ორგანიზაციაშია. მეგობრებო, მოგიწოდებთ კარგად დაფიქრდეთ, სანამ ამ ტიპის ,,ახალგაზრდულ ბანაკში” მიიღებთ მონაწილეობას. ,,სისხლიანი რევოლუცია” და ,,სისტემის პარალიზება” წარსულს დიდი ხანია ჩაბარდა,-წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,403 ნახვა
%d bloggers like this: