რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გამოიყენოს მოსკოვში გამარჯვების აღლუმი ცენტრალურ აზიაში თავისი გავლენის დემონსტრირებისთვის, – ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაესწრო გამარჯვების დღის აღნიშვნას მოსკოვში 2022 წელს, ხოლო ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა არ გამართეს აღლუმები. მიზეზად პანდემიას ასახელებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში, ასევე, გაემგზავრნენ ალექსანდრე ლუკაშენკო და სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი.
Facebook Comments Box