კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი – ეს ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომლებიც ნიკა მელიას მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიმდინარე პროცესებში ჩართულები არიან.
სკანდალური ინფორმაცია მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გააჟღერა. მისი თქმით, ეს სამი ადამიანი “თხემით ტერფამდე, ჩართულები იყვნენ არჩევნებში და იმ პროცესებში, რაც არჩევნებზე განვითარდა”.
მელიას განცხადებით, რაც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა, ყველაფერში ეს სამი პირი იყო ჩართული. მეტიც მისი თქმით, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ “ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამენ წყალს”.
ზურა ადეიშვილი პარტიის საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც ჩართული იყო კეზერაშვილი და მერაბიშვილი. დღეს, ეს პარტია თუ ვინმესია და თუ ვინმე სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი”- განაცხადა მელიამ.