ხელოვნება და კულტურა

ჭიათურაში მიხეილ ჩახუნაშვილის სახლის ფასადზე, მემორიალური დაფა გაიხსნა

ჭიათურაში დამსახურებული პედაგოგის და მხატვრის მიხეილ ჩახუნაშვილის სახლის ფასადზე, მემორიალური დაფა გაიხსნა.

მიხეილ ჩახუნაშვილი წლების განმავლობაში იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი. პროფესიით მხატვარი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება. იყო საზეიმო მსვლელობების, კონცერტების, საფეხბურთო მატჩების წამყვანი, დგამდა სპექტაკლებს, წერდა ლექსებს.

ღონისძიებას ესწრებონენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ქალაქის საკრებულოს წევრები, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეები და მიხეილ ჩახუნაშვილის ოჯახის წევრები.

„მას ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის და მუნიციპალიტეტმა, რაც შეძლო, გამოხატა მადლიერება. მისი სახელის უკვდავსაყოფად სახლს, რომელში მიხეილ ჩახუნაშვილი ცხოვრობდა, დაამშვენებს მემორიალური დაფა,“,-განაცხადა გივი მოდებაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,212 ნახვა
%d bloggers like this: