„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ადეიშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერს აკეთებენ.
მისი თქმით, პარტიაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ენმ-ს თავმჯდომარე არ იღებს.
„ე.წ. „ტროიკა“ ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ მთელი ქვეყანა საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც ანალოგიურად პარტია მიაჩნიათ საკუთრებად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში, კონკრეტულად თავმჯდომარე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ეს ასე არ გახლავთ. ყველა გადაწყვეტილება იღებენ ეს ადამიანები, ყველა ისეთი დაპირებები აკეთებინეს, ოღონდ მოსულიყვნენ მენეჯმენტში.
შესაბამისად, მერე ალბათ ყველაფერი ლევანს დამბრალდებოდა. ასე, რომ არ მგონია ლევანის დიდი წუხილი ჰქონდეს იმ ადამიანებს, ვინც მის უკანა დგანან. გასაგები იყო, რომ ვერსად შეიჭრებოდა ფიზიკურად. ცუდია, როდესაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და სპეკულირება. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამომრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.