პოლიტიკა

კანიბალიზმის პრომოცია კარგად ორგანიზებული კამპანიაა, სისტემური ხასიათი აქვს და სერიოზული სპონსორებიც ყავს

“თავისუფალ სამყაროში” კანიბალიზმის პრომოცია კარგად ორგანიზებული კამპანიაა. მას სისტემური ხასიათი აქვს დასავლეთში და სერიოზული სპონსორებიც ყავს,-ასე ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი ირაკლი გოგავა ლევან ბერძენიშვილის გამონათქვამს, რომ ადამიანის ხორცი ღორის ხორცის მსგავსია და გემრიელია.

„უკვე წლებია დემიენ ჰერსტის, მარინა აბრამოვიჩის (და არა მარტო) მეშვეობით საზოგადოებისთვის ყველაზე ტაბუირებული თემები ამოალაგეს “ქვესკნელიდან”. მიზანი: ადამიანების დეჰუმანიზაცია, ცხოველურ მდგომარეობამდე დაყვანა – მხოლოდ ინსტინქტები და სიკვდილის კულტივაცია.

თუ მოინდომებ, ნებისმიერ საზოგადოებაში შეგიძლია მოაგროვო 10%-მდე მარგინალი, მენტალურად, ფსიქიკურად არამდგრადი ადამიანი, სადაც ზოგს ბავშვობის ფსიქო ტრავმა აქვს და ზოგს ობიექტური გენეტიკური მუტაცია, რაც უმრავლეს შემთხვევაში წინაპრების ცოდვიანი ცხოვრებით არის გამოწვეული.

ასეთ ხალხზეა გათვლილი ეს პროპაგანდაც, უფრო მეტიც: ასეთი ხალხი პოლიტიკაში მოჰყავთ და/ან მათგან ცრუ ელიტას ქმნიან. ეს ჩვენთანაც ხდება. ცხადია, ვინც ამაში მონაწილეობს, დიდ ფულსაც უხდიან, ხოლო მონაწილეობენ ექსკლუზიურად ბავშვობაში ტრავმირებულნი ან გენეტიკური მუტანტები“,-წერს ირაკლი გოგავა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,206 ნახვა
%d bloggers like this: