საზოგადოება

რას წერს სოსო მანჯავიძე ლევან ბერძენიშვილზე: როგორც გოჭს წითელი ბოლოკი, ისე ალამაზებს ქართველ ლიბერალს მისი პირდაფჩენილი აუდიტორია

რა ბრწყინვალე მარგალიტები იზრდება ლევან ბერძენიშვილის ტვინის ნიჟარებში!ბოლო მაინც ობოლი მარგალიტი იყო,-ასე ეხმაურება სოსო მანჯავიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებას , რომ ხევსურები კანიბალები იყვნენ და ადამიანის მკლავებს ჭამდნენ.

სოსო მანჯავიძე ვარაუდობს, რომ კონგენიალური თანამედროვე გიგი თევზაძის შედევრალური ფრაზა, რომ ყველა ჩვენგანის წინაპარი კანიბალი იყო, გახდა ბერძენიშვილის შთაგონების წყარო და „შედევრიც“ იშვა.

„ბრძენმა ლევანმა თქვა, რომ ადრე ხევსურები მარჯვენას იმიტომ ჭრიდნენ, რომ ეჭამათ, ხოლო ადამიანური მტრობისა და ომის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რადგან ადამიანის ხორცი ძალიან გემრიელია, შემადგენლობით ღორის ხორცს ჰგავს.

მართლაც საოცარი აღმოჩენაა!

აბა, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მტრობას?

რატომ მტრობს ხალხი ბერძენიშვილს?

იმიტომ , რომ ხალხმა იცის მისი მაღალი საკვები ღირებულება.

რაღა ლიბერალიზმით ნასუქი ლევანი და რაღა რკოზე გაზრდილი ღორი!

და საერთოდ, ლიბერალები ყველაზე მაღალი საკვები ღირებულების ადამიანები არიან!

მათ შორის ქართველი ლიბერალები აჯიკით შეკმაზული მეგრული გოჭივით შეუდარებლები!

განსაკუთებით ალამაზებთ, როგორც გოჭს წითელი ბოლოკი, თავისი პირდაფჩენილი აუდიტორია!

განათლების სამინისტროს მოვუწოდებ გაზარდოს ილიაუნის დაფინანსება!

სწორედ ის არის ამგვარი ობოლი მარგალიტების მშობელი ნიჟარა, იქ იზრდებიან მომავალი ლევან ბერძენიშვილები!

მადამ პღეზიდანმა სასწრაფოდ დაჰკიდოს მას ბრწყინვალების ორდენი, რითაა დემნა გვასალიაზე ნაკლები?

და საერთოდ.

იქნებ გასინჯონ კიდეც ერთმანეთი, ნამდვილი ლიბერალი კანიბალი უნდა იყოს, წინ ფესვებისკენ!

ანშანტე!“,-წერს სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,514 ნახვა
%d bloggers like this: