უცხოური მედია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აშშ-ის ელჩმა აღიარა, რომ ზღვარს გაცდა, მან ბოდიში მოუხადა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას და ხალხს“

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ქვეყანას ბრალი დასდო რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში. ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

12 მაისს რუბენ ბრიგეტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო უწყებაში დაიბარეს, რათა მოესმინათ განმარტებები, თუ რატომ დასდო ქვეყანას ბრალი რუსეთისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდებაში. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ელჩის გამონათქვემების გამო, უწყება უკიდურესად უკმაყოფილოა, რადგან ასეთი საქციელი წინააღმდეგობაში მოდის „ურთიერთმომგებიან და გულისხმიერ ურთიერთობებთან ვაშინგტონსა და კეიპტაუნს შორის“,-ნათქვამია განცხადებაში.

„ბრიგეტიმ აღიარა, რომ ზღვარს გადაცდა. მან ცილისწამებისთვის ბოდიში მოუხადა ხელისუფლებას და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხალხს“,-აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თავის მხრივ, ბრიგეტიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს შეძლო გამოესწორებინა მისი „ საჯარო გამოსვლის შედეგად შექმნილი არასწორი შთაბეჭდილება“.

„საუბარში მე კვლავ დავადასტურე ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობა და ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტების წინაშე გვაქვს“,-დაწერა ელჩმა.

უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთისთვის რაიმე სახის იარაღის მიწოდებას გამორიცხავს.

11 მაისს რუბენ ბრიგეტიმ განაცხადა, რომ 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში კეიპტაუნის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე რუსული ხომალდი ჩამოდგა, რომელზეც, ელჩის თქმით, დაიტვირთა იარაღი და საბრძოლო მასალა. დიპლომატმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ რუსეთს ამ გზით, შეიარაღება მიაწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და მიანიშნა, რომ ასეთი გამონათქვამები „ძირს უთხრის ვაშინგტონის და კეიპტაუნის თანამშრომლობას“. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,175 ნახვა
%d bloggers like this: