ხელოვნება და კულტურა

„აბრეშუმის გალერეაში“ 150-მდე ქართველი მხატვრის ერთობლივი გამოფენა გაიხსნება

თბილისში, „აბრეშუმის გალერეაში“ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა „შემოქმედებით გზა“ გაიმართება, რომელშიც 150-მდე მხატვარი მიიღებს მონაწილეობას. 

გამოფენა გაზაფხულს ეძღვნება და ორ ეტაპად ჩატარდება . პირველი ეტაპი 17-19 მაისს, მეორე კი, 21-23 მაისს გაიმართება. როგორც გამოფენის ორგანიზატორი, „არტ მეგობრების“ დამფუძნებელი სოფია ქიზიყურაშვილი ამბობს, ნამუშევართა სიმრავლის გამო, ღონისძიება 2 ნაწილად გაიყო და მნახველებს 6 დღის განმავლობაში, სხვადასხვა მხატვრების მიერ, სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი 150-მდე ახალი ნამუშევრის დათვალიერების საშუალება ექნებათ. მისივე თქმით, მსგავსი გამოფენები წლის განმავლობაში, სეზონურად გაიმართება. .

გამოფენა 17 მაისს, 17:00 საათზე გაიხსნება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,403 ნახვა
%d bloggers like this: