თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო დეპუტატ თამარ კორძაიას სარჩელი პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ. საქმე ეხება შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2022 წლის დეკემბრიდან, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა პარლამენტის წევრებისთვის, ექსპრეზიდენტის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.
კორძაია ამბობს, რომ რომ პაპუაშვილის გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად იზოლაციაში მოაქციოს, კანონდარღვევაა და სასამართლოს რეაგირება უნდა ჰქონდეს.
პარლამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე გაიცა 228 ნებართვა – “რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს – პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას – და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზეც არაერთხელ საჯაროდ მიუთითა პარლამენტის თავმჯდომარემ”