ბიზნესი

“ბანერები ჩამოვხსენით, ჩემი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ბანერებზე დაწერილი შინაარსისგან

“მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას განცხადებით, “მაკდონალდის” მიერ გამოკრული ბანერები, სადაც წერია, რომ საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს, შეცდომის შედეგია და უკვე ჩამოხსნილია. თემურ ჭყონია ბოდიშს იხდის მათ წინაშე, ვისაც ამ ბანერებით დისკომფორტი შეექმნა.

“ბანერები ჩამოვხსენით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ბანერებზე დაწერილი შინაარსისგან. ჯგუფმა, რომელმაც ეს გააკეთა, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა დაუშვა, იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი აბსოლუტურად სხვა იყო და მივიღეთ ყველაზე ცუდი, რაც უნდა მიგვეღო. მე არ მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა. უნდა ყოფილიყო რაღაც თანხა გამოყოფილი რაოდენობრივად, დაახლოებით, ვფიქრობდით, რომ დევნილთა სამინისტროსთვის უნდა გადაგვეცა 100 000 ლარი, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო არა ბილბორდების აქცია, არამედ ჩვეულებრივი, საქველმოქმედო თემა. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მე იმ ხალხთანაც მინდა ბოდიში მოვიხადო, ვისაც დისკომფორტი შევუქმენით – პოლიტიკაშიც არიან ჩემი მეგობრები, მერიაში – დღეს კახა კალაძესაც შეეკითხნენ ამის შესახებ და ისე განვიცდი ამ ყველაფერს, რომ კალაძე ჩემი მეგობარია და უდიდეს პატივს ვცემ. არ მინდა, რაიმე დისკომფორტი შეექნას იმის გამო, რომ მოხდა შეცდომა,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა “მაკდონალდის” მიერ გამოკრული ბანერები, სადაც წერია რომ საქართველოში 235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი შიმშილობს. “ქართული ოცნება” დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათივე თქმით, მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვაა, მონაცემები კი მცდარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,034 ნახვა
%d bloggers like this: