პოლიტიკა

გელა ზედელაშვილი: აი, პირველი შემთხვევაა, როცა საერთოდ ვერ გავერკვიე სიტუაციაში! ვისი ვიოლინო ვის როიალშია- მახსოვს და დანამდვილებით ვიცი, არჩილ გეგენავა გავარვარებული ,,ნაცია’

ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ეხმაურება.

„აი, პირველი შემთხვევაა, როცა საერთოდ ვერ გავერკვიე სიტუაციაში!

ჯერ ის ვერ დავაზუსტე, კონკრეტულად ვისი ქორწილია – ლავროვის, ლავროვის ძმის, ლავროვის ძმიშვილის, ლავროვის სიძის ძმის, ლავროვის შვილის მაზლის, ლავროვის დიშვილის ქვისლის, თუ ლავროვის ქვისლის ძმიშვილის.

კაი, ჰო, ეგ გავიგე, რომ ვისი ქორწილიც არის, გვარად ვინოკუროვია და თანაც ლავროვის მოწინააღმდეგე ყოფილა უკრაინის საკითხებში, თურმე მხარს უჭერს არა ლავროვს, არამედ ზელენსკის.

და კიდევ ერთი… ამ დილას ,,ჭუტლექსვიზიამ” გამომიცხადა, სასტუმრო თუ რესტორანი, სადაც ქორწილია ჩანიშნული, არჩილ გეგენავას საკუთრებააო.

როგორც მახსოვს და დანამდვილებით ვიცი, არჩილ გეგენავა გავარვარებული ,,ნაცია”.

ამოცანა გვეკითხება: მოცემულ მომენტში, ვისი ვიოლინო ვის როიალშია?

P.S. როგორც ფოტოზე ხედავთ, გარკვევით წერია – ,,ლავროვის ოჯახი საქართველოშია”.

თუ ვინმე ვინოკუროვი ლავროვის შვილის მაზლია, მაშინ შვილის მაზლი რანირად გამოდის ოჯახის წევრი?

ისე, არ დაგავიწყდეთ, ლავროვი სოლოლაკში დაიბადა და გაიზარდა, მისი ნამდვილი გვარი ქალანთაროვია. მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოში და კერძოდ კახეთში სიძეც კი არ ითვლება ნათესავად… უფრო სწორად, ითვლება მურტალ ნათესავად და აქ კიდევ ვისზეა ლაპარაკი – მაზლზე? მურტალი ნათესავის ძმაზე?

ბოლოს მაინც იმ ამოცანამდე მივდივართ, რომელიც მოურიდებლად გვეკითხება: უკაცრავად, მაგრამ ვისი ვიოლინო ვის როიალშია? ამ ყველაფერს რუსეთთან დაკავშირებული ჰელენ რუბლიოვნა, კობა ნაყოფია და მათნაირები რატომ აპროტესტებენ?

აუცილებელი დამატება: ავი ენები ამბობენ, ეგ ვინოკუროვი ებრაელია, ისრაელის მოქალაქეა და მოშე ჰქვია, ლავროვის სიძეს ძმა საერთოდ არ ჰყავსო.

გეყურებათ?!“,-წერს გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,161 ნახვა
%d bloggers like this: