პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო და თამამად ვამბობ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას, ყვარელში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს და პირის საზღვარზე შემოშვების მთავარი კრიტერიუმი არის ოკუპაციის შესახებ კანონი.

მისი თქმით, თუ ამ პირებს არ ჰქონდათ დარღვეული აღნიშნული კანონი და საქართველოს საბაჟოს არ ჰქონდა საფუძველი, ისინი არ შემოეშვა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა არ უწესებს რუსეთის ფედერაციას სანქციებს, აქ ასევე იგულისხმება პრესონალური სანქციების არდაწესებაც.

„ პერსონალური სანქციები შეიძლება შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს გარკვეული დანაშაულებრივი ქმედება. არ შეიძლება, სანქცია ეხებოდეს ადამიანის ოჯახის წევრს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი. თავის დროზე, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო. და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ეწინააღმდეგებ. ეს არის ძალიან რბილი შეფასება“,-განაცხადა მან.

კობახიძემ დასმული კითხვის პასუხად, ჟურნალისტებს შეახსენა, ვინ იყო გუშინდელი აქციის ლიდერი.

„რაც შეეხება მორალს, მინდა შეგახსენოთ, ვინ იყო გუშინდელი აქციის ლიდერი. თუ კი სანქციებზეა საუბარი, ეს ეხება რუსეთის სახელმწიფოს და პირველ რიგში, მის ბიუჯეტს, საიდანაც ელენე ხოშტარია მუდმივად იღებს სოლიდურ თანხებს. ეს არის მათი მორალური სახე. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ 3 წელიც არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან, როცა რუსული სამხედრო აგრესიის გამო დაიღუპა 500 ადამიანი, 30 000 კი, დევნილად იქცა, სააკაშვილი პირადად ესტუმრა ნიკიტა მიხალკოვს ქორწილში. როგორც იცით, მიხალკოვი გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გუშინდელი აქციის მიზანი არის ქვეყანაში ესკალაცია და არეულობის შემოტანა, საბოლოოდ კი- მეორე ფრონტი“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,367 ნახვა
%d bloggers like this: