სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით,ამოს შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მთავრობას და პარლამენტს.
„ სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რომლის გამოც მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველმა 2018 წელს. სამარცხვინოა, როდესაც პრეზიდენტი თავად აქეზებს ქსენოფობიას და ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ქართველი ხალხის გამარჯვებად.
მინდა შეგახსენოთ, რომ ქორწილი იყო იმ ადამიანის, ვინც გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდამჭერი გზავნილებით. მას თავის ფეისბუქგვერდზე ბანერი უდევს, რითაც გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა პრეზიდენტმა განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება.
ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს ადამიანის, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ქართულ კილტურასთან შეუთავსებელია. მე-19 საუკუნეში, როდესაც მსოფლიო საზოგადოება შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო, საქართველოში ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ „სტუმარ-მასპინძელი“,-განაცხადა კობახიძემ.
მან საზოგადოებას მიმართა და თხოვა, რომ კარგად დააკვირდნენ მოვლენებს, თუ ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.