საზოგადოება

რომან გოცირიძე: იმ „ბრძენ კაცს” მაგრად მოხვდება ლავროვისგან – დაჰპირდა სიმშვიდეს, ტაშ-ფანდურს და გემრიელ ხინკალს, სინამდვილეში კინწისკვრით იქნენ გაძევებულები

დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყვარელში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„მთავრობამ განაცხადა (მოიტყუა), არ ვიცოდით, შემოსული პირები სანქცირებულები თუ იყვნენო. რომც სცოდნოდათ, სხვანაირად მოიქცეოდნენ?

ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სახის ნორმატიული აქტი, რომელიც სანქცირებული პირების შემოსვლას კრძალავდეს. ვის შემოუშვებს და ვის არა, ამას სახელისუფლებო კლანი წყვეტს. რუს ოპოზიციონერებს უკან აბრუნებენ, სანქცირებულებს კი ხელგაშლილი ეგებებიან.

რაც რუსეთს ეხება, ამათთვის ყველა საკითხი პარლამენტში ტაბუდადებულია.

იმ “ბრძენ კაცს” კი მაგრად მოხვდება ლავროვისგან-დაჰპირდა სიმშვიდეს, ტაშ-ფანდურს და გემრიელ ხინკალს, სინამდვილეში კინწისკვრით იქნენ გაძევებულები.

ხალხის ძალა ესაა და არა იმათი ე. წ. ხალხის ძალა“,-წერს რომან გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,301 ნახვა
%d bloggers like this: